კონფიდენციალურობის პოლიტიკა

„მთის ამბები“ პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალურობას და იცავს პერსონალურ მონაცემებს. წინამდებარე დოკუმენტი აღწერს, თუ რა სახის ინფორმაციას ინახავს/ამუშავებს რედაქცია, როგორ იყენებს მას და რა მექანიზმებითაა დაცული თქვენი უფლებები ვებგვერდზე სტუმრობისას ან/და მხარდაჭერის (ქრაუდფანდინგის) პლატფორმის გამოყენებისას.

1. რა მონაცემებს ვაგროვებთ და როგორ

ჩვენ მონაცემებს ვაგროვებთ ორი ძირითადი გზით: ავტომატურად (ტექნიკური მონაცემები) და უშუალოდ თქვენგან (თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია).


ავტომატურად ჩაწერილი მონაცემები: ვებგვერდზე შემოსვლისას ჩვენი სერვერი ავტომატურად აფიქსირებს სტანდარტულ ტექნიკურ ინფორმაციას:

  • თქვენი მოწყობილობის IP მისამართს;
  • ბრაუზერისა და ოპერაციული სისტემის ტიპს;
  • ვებგვერდს, საიდანაც გადმოხვედით ჩვენს საიტზე;
  • ჩვენს პლატფორმაზე მონახულებულ გვერდებს, ვიზიტის დროსა და ხანგრძლივობას.

თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები:

  • დონაციის (მხარდაჭერის) დროს: იმისათვის, რომ შეძლოთ შემოწირულების გაკეთება, ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ აუცილებელ იდენტიფიკატორებს: სახელს (ან იურიდიული პირის დასახელებას), ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს.
  • სხვა კომუნიკაციისას: თქვენი მონაცემები ასევე შეიძლება დაფიქსირდეს, თუ მოგვწერთ ელექტრონულ ფოსტაზე, დაგვიკავშირდებით სოციალური მედიის საშუალებით, გამოიწერთ ჩვენს ოფიციალურ გვერდებს ან დატოვებთ კომენტარს ვებსაიტზე.

2. მონაცემთა გამოყენების მიზანი

თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რედაქცია იყენებს მკაცრად განსაზღვრული მიზნებისთვის:

  • დონაციების მართვა და ანგარიშვალდებულება: ელექტრონული ფოსტა გამოიყენება ტრანზაქციის დასადასტურებლად, ყოველთვიური დონაციის სტატუსის სამართავად და „მთის ამბების“ მუშაობის შესახებ პერიოდული ანგარიშების გამოსაგზავნად.
  • უკუკავშირი: ტელეფონის ნომერი და ვინაობა გამოიყენება თქვენი იდენტიფიკაციისთვის და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, ტრანზაქციის შეცდომისას, უკან დაბრუნების პროცედურისას) თქვენთან სწრაფი კომუნიკაციისთვის.
  • პლატფორმის გაუმჯობესება: ავტომატური ტექნიკური მონაცემები შესაძლოა გამოვიყენოთ აუდიტორიის ანალიზის, საიტის მუშაობის ოპტიმიზაციისა და მარკეტინგული/სტატისტიკური მიზნებისთვის.

3. მონაცემთა დაცვა, ანონიმურობა და შენახვის ვადა

  • ანონიმურობის გარანტია: „მთის ამბები“ არ გაასაჯაროებს და მესამე პირებს არ გადასცემს შემომწირველთა ვინაობასა და მათი შენატანების მოცულობას, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  • შენახვის ვადა: რედაქცია პერსონალურ მონაცემებს ინახავს მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად საჭირო ვადით, ან იქამდე, სანამ თქვენ არ მოითხოვთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას ან წაშლას.

4. უსაფრთხო გადახდები და საბანკო მონაცემები

„მთის ამბების“ მხარდაჭერის გვერდი იყენებს გადახდების მარტივ და უსაფრთხო პლატფორმა Flitt-ს, რომელსაც მართავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საგადასახადო მომსახურების პროვაიდერი.

  • „მთის ამბები“ არ ინახავს და არ აქვს წვდომა თქვენი საბანკო ბარათის სრულ მონაცემებზე (ბარათის სრულ ნომერზე, მოქმედების ვადასა და CVC კოდზე).
  • ყველა ტრანზაქცია ხორციელდება პარტნიორი საგადასახადო პროვაიდერისა და ბანკების დაცული გვერდების მეშვეობით, უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების მკაცრი დაცვით. ყოველთვიური დონაციისთვის გამოიყენება მხოლოდ ბანკის მიერ გენერირებული უსაფრთხო ტოკენი.

5. თქვენი უფლებები

თქვენ, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტს, ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება:

  • გადაამოწმოთ, ინახება თუ არა რედაქციაში თქვენი მონაცემები;
  • მოითხოვოთ თქვენი მონაცემების გასწორება, განახლება ან სრული წაშლა;
  • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა.

ნებისმიერი ამ მოთხოვნით, ან იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი მონაცემები არასწორად მუშავდება, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

6. ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

ჩვენ შეიძლება პერიოდულად განვაახლოთ ან შევცვალოთ წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა. ნებისმიერი ცვლილების განხორციელებისას, განახლებული დოკუმენტი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება „მთის ამბების“ (mtisambebi.ge) ვებსაიტზე, მხარდაჭერის გვერდის შესაბამის განყოფილებაში.