შემოწირულების მიღების წესები და პირობები
ფულადი შენატანით თქვენ მხარს უჭერთ „მთის ამბებს“ და ეხმარებით მას, შექმნას დამოუკიდებელი და ხარისხიანი ჟურნალისტიკა.
წინამდებარე დოკუმენტი აღწერს „მთის ამბების“ ურთიერთობას თითოეულ შემომწირველთან, მათ შორის თანხის მიღების, ავტომატური ჩამოჭრის, მასზე უარის თქმის ან უკან დაბრუნების პირობებს:
ზოგადი პირობები
- მიღებულ თანხებს „მთის ამბები“ გამოიყენებს თავისი ჟურნალისტური საქმიანობის დასაფინანსებლად.
- „მთის ამბები“ შემოწირულებას იღებს მხოლოდ ფიზიკური პირებისგან და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირებისგან (ქართული კომპანიებისგან).
- მაქსიმალური შენატანი, რომელსაც „მთის ამბები“ ერთი შემომწირველისგან მიიღებს, არის 2 000 ლარი. ერთი ტრანზაქციის ლიმიტი ასევე შეადგენს 2 000 ლარს.
- სარედაქციო დამოუკიდებლობა: მხარდაჭერის სანაცვლოდ, შემომწირველი ვერ მოახდენს გავლენას „მთის ამბების“ სარედაქციო პოლიტიკაზე. ფინანსური შენატანი არ წარმოადგენს კომერციულ გარიგებას, კონკრეტული მასალის შეკვეთას ან სპონსორობას. სარედაქციო გადაწყვეტილებებს, თემების შერჩევასა და გაშუქების სტანდარტს განსაზღვრავს მხოლოდ რედაქცია, სრულიად დამოუკიდებლად. შემომწირველს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ჟურნალისტების საქმიანობაში, მოითხოვოს რაიმე ინფორმაციის გამოქვეყნება ან დაბლოკვა. „მთის ამბები“ რჩება ანგარიშვალდებული მხოლოდ საზოგადოებისა და ჟურნალისტური ეთიკის წინაშე.
შემოწირულების ფორმები და ავტომატური ჩამოჭრის პირობები
- შენატანის გაკეთება შეგიძლიათ როგორც ერთჯერადად, ისე ყოველთვიურად.
- თანხის ჩარიცხვამდე, ზუსტად უნდა მიუთითოთ მოთხოვნილი ინფორმაცია: ვინაობა, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- ყოველთვიური მხარდაჭერა: ყოველთვიური კამპანიის არჩევის შემთხვევაში, პირველი გადახდისას მითითებული თანხა თქვენი საბანკო ბარათიდან ავტომატურად ჩამოიჭრება ყოველთვიურად, ერთი წლის განმავლობაში, მანამ, სანამ თავად არ გადაწყვეტთ მხარდაჭერის შეწყვეტას.
- ბარათის მონაცემების დამახსოვრება: მხარდაჭერის კამპანიაში ჩართვით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენი საბანკო ბარათის ზოგიერთი მონაცემის დამახსოვრებაზე შემდგომი ავტომატური ჩამოჭრების მიზნით.
- შეტყობინებები: პირველივე გადახდის შემდეგ, მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას თქვენ მიერ არჩეული თანხისა და ყოველთვიური დონაციის გადახდის თარიღის შესახებ.
- ანგარიშვალდებულება: ყოველი თვის დასრულების შემდეგ, ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ ანგარიშს ამ კამპანიის ფარგლებში შემოსული თანხების, ასევე „მთის ამბების“ მუშაობის შესახებ.
ყოველთვიური დონაციის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნების
პოლიტიკა
- გაუქმება: თუ ფინანსური მდგომარეობა აღარ გაძლევთ ჩვენი მხარდაჭერის შესაძლებლობას და გადაწყვეტთ ყოველთვიური დონაციის გაუქმებას, მოგვწერეთ ამ პლატფორმაზე დარეგისტრირებული ელ-ფოსტის მისამართიდან: [email protected] ავტომატური გადარიცხვა შეწყდება მომართვის დღესვე.
- შეცდომით გადარიცხვა: შემოწირული თანხა უკან არ ბრუნდება, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ღილაკს შეცდომით დააჭირეთ და მხარდაჭერის კამპანიაში ჩართვის განზრახვა არ გაქვთ, შეცდომიდან 2 კვირის განმავლობაში მოგვწერეთ დარეგისტრირებული მისამართიდან ელ-ფოსტაზე: [email protected] თანხა დაგიბრუნდებათ გადახდისას გამოყენებული მეთოდით (იმავე ბარათზე), საბანკო ტრანზაქციის საკომისიოს გამოკლებით.
- რედაქციის მიერ უარის თქმა: „მთის ამბები“ იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს უარი თქვას შემოწირულებაზე და დაუბრუნოს თანხა შემომწირველს, თუკი მიიჩნევს, რომ მისგან ფულადი დახმარების მიღება ეწინააღმდეგება რედაქციის მისიას, ღირებულებებს, ინტერესებს, სარედაქციო პოლიტიკას ან საფრთხეს უქმნის „მთის ამბების“ დამოუკიდებლობასა და რეპუტაციას. ასეთ შემთხვევაში, თანხა 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდება შემომწირველს იმავე ანგარიშზე, რომლიდანაც ტრანზაქცია შესრულდა.
„მთის ამბები“ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!
გაეცანით „მთის ამბების“ კონფიდენციალურობის პოლიტიკას